სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადირება

კანდელაკი: ექსტრადიციაზე უარს საქართველოს მთელი ცივილიზებული სამყარო ეუბნება

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების ექსტრადიციაზე უარს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი ცივილიზებული სამყარო ეუბნება.

"ივანიშვილის რეჟიმს როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის, ასევე სხვა ჩვენი თანაგუნდელების და მეგობრების ექსტრადიციაზე უარს ეუბნება არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი ცივილიზებული სამყარო. საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა იკავებს ადგილს დიქტატურების და სამარცხვინო რეჟიმების გვერდით და, მე მგონი, ამ უარიდანაც, როგორც რეჟიმის მონებმა, ასევე სხვა მოხელეებმა უნდა გამოიტანონ შესაბამისი დასკვნა", - თქვა კანდელაკმა.

ცნობისთვის, მთავარი პროკურატურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ უკრაინას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე მიმართა, მათ საქართველოსთან არ ითანამშრომლეს და გადმოცემაზე უარი განაცხადეს.

კომენტარები