NATO-საქართველოს ურთიერთობა

ქანთარია: დრო მოვიდა, პუტინთან ერთი-ერთზე საუბარი დავიწყოთ

ნუკრი ქანთარია
ნეტგაზეთი

თუ ვლადიმერ პუტინთან სხდებიან პოროშენკო, მერკელი, ოლანდი და ევროპის ყველა ლიდერი, მგონი მოვიდა დრო იმისა, მასთან ერთი-ერთზე საუბარი დაიწყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

ქანთარიას თქმით, საქართველო ევროპისა და ევროპული ოჯახის ერთგული რჩება. მისი თქმით, ნატოსა და ევროკავშირისაკენ მიმავალი გზა დანაღმულია და საქართველომ ფრთხილად უნდა იაროს.

„ლაპარაკით, დიპლომატიით უნდა მოხდეს ის, რომ ჩვენ ომის, მსხვერპლის გარეშე მოვახერხოთ და მივიდეთ იმ ოჯახში, რაც ღირებულია და ჩვენი არჩევანია. ევროპული არჩევანი არც ნაციონალური მოძრაობის და არც ჩვენი მოგონილი არ არის და ამისკენ ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში იწევდა. ამას ვუახლოვდებით, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ უნდა გავიქცეთ და ავფეთქდეთ – ქვეყანას ვერ ავაფეთქებთ იმის გამო, რომ ეს თქვენ გინდათ“, - განაცხადა ქანათარიამ.

კომენტარები