ოქრუაშვილი-ხაბურძანიას ჩანაწერი

ხაბურძანია: გულუა მეუბნება ივანიშვილს უნდა შევხვდეო, აქედან არიო ”დაბროო”

facebook.com/ValerianKhaburdzania

ქრონიკა პლიუსის მიერ მოპოვებულ ფარულ აუდიჩანაწერში, სადაც სავარაუდოდ ყოფილი მინისტრები, ირაკლი ოქრუაშვილი და ვალერი ხაბურძანია მათ შორის ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობენ, ვალერი ხაბურძანია რუსეთსი მოღვაწე ქართველ ბიზნესმენთან და პარტია "განახლებული საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერთან მინდია გულიასთან ივანიშვილის კავშირზე საუბრობს.

"ვალერი ხაბურძანია: მე გულუასთან ურთუერთობა უნდა გავაგრძელო. რატომ, ახლა შეხედე: გულუა მეუბნება ამას წინათ, - ძალიან საიდუმლო ინფორემაციააო, მეო ბიძინა ივანიშვილს უნდა შევხვდეო. აქედან არიო ”დაბროო”, რაღაცაო,  პარტიაო, ესა-ისო, ეს ინფორმაცია გამანდო. მე ვფიქრობ, რომ არავითარი ”დაბრო” მაგას აქედან არ ქონდა, ”ონ პო სვოეი ინიციატივე” ადგა, რაღაც ფული დახარჯა, ბიძინას შეიძლება არც შეხვდა, მაგრამ რაღაც ინფორმაციები ბიძინამდე მივიდა და სიტუაციიდან გამომდინარე მივიდა ბიძინა ამ გადაწყვეტილებამდე.

ირაკლი ოქრუაშვილი: რამე ეტყობოდა განცხადებებს თუ?

ვალერი ხაბურძანია: არა, განცხადებებში ამბობს... რომ მაგი მოქალაქე არის? მე მგონი, არ არის. 

ირაკლი ოქრუაშვილი: ყველა ვარიანტში იქნება, ამდენი ხანი, ამდენი ჩახუტების შემდეგ მიშასთან, პასპორტი არ ექნება? 

ვალერი ხაბურძანია: მისცემდა მიშა?

ირაკლი ოქრუაშვილი: ყველა ვარიანტში მისცემდა", - ისმის ჩანაწერში.

ვალერი ხაბურძანიამ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ჩანაწერის ავთენტურობა არც დაადასტურა და არც უარყო.

კომენტარები