ქამრების შემოჭერა

ფოფხაძე: თითოეული ლარის დაზოგვა არის საზოგადოების მიმართ მორალური სოლიდარობა

ზუსტად ვერ გეტყვით, პარლამენტს არამიზნობრივი ან ზედმეტად არააუცილებელი თანხები გააჩნია თუ არა, რისი ეკონომიაც შეიძლება, მაგრამ თუ რამე ასეთი არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულებაცაა, რომ ძალიან მიზნობრივად იყოს დახარჯული ყველა საბიუჯეტო თანხა. ეს ჩვენს კეთილსინდისიერებაზე და ზოგადად ხელისუფლების ღირსებაზე მეტყველებს, როდესაც ის გადამხდელთა თანხებს მაქსიმალურად უფრთხილდება და მხოლოდ მიზნობრივად და სწორად ხარჯავს. თუ არის ასეთი რესურსი, ყველანაირად უნდა იყოს ეს გამოყენებული, ამას დიდი მოწოდება არც სჭირდება იმიტომ, რომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს იმ ყველა ლარის ფასი, რომელსაც ვხარჯავთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჯარო სფეროში. ამას მარტო ფინანსური ეფექტი არ აქვს, ამას ძალიან დიდი მორალური ეფექტი აქვს, იმიტომ, რომ საზოგადოება უნდა გრძნობდეს, რომ ის მომენტი, რაც მაგალითად პირველი მსოფლიო ომის დროს იყო, როცა ქვეყანას უჭირდა და სამეფო ოჯახი არ ანთებდა ღუმელს, ეს არის მორალური სოლიდარობა საზოგადოების და და ყველას უნდა ჰქონდეს ამისი განცდა, რომ ზედმეტი ხარჯი არ არის მხოლოდ ფინანსური ზიანი, ეს არის შენი საზოგადოების მიმართ ძალიან დიდი უპატივცემულობა.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ე.წ. ქამრების შემოჭერაზე.

კომენტარები