ქამრების შემოჭერა

პრემიერი: ვიზრუნოთ, რომ მოსახლეობის ყოფას არ დაეტყოს დღევანდელი პრობლემები

ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს ზომები, რათა ადმინისტრაციული ხარჯები მაქსიმალურად დაიზოგოს. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საუბარია ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვაზე და შემცირება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოს, რომ ჩვენი რეგიონების მოსახლეობის თითოეული თეთრი არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ვალდებული ვართ, მაქსიმალურად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ მათ ყოფას არ დაეტყოს დღევანდელი პრობლემები.

განახცადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

კომენტარები