ქამრების შემოჭერა

წულუკიანი: შემცირდება ის ხარჯები, რომლებიც არ ილექება ეკონომიკაში

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მისი უწყება სხვა სამინისტროების მსგავსად, პრემიერის დავალების შესრულებას და ხარჯების შემცირებას აპირებს. წულუკიანის თქმით, შესამცირებელი ხარჯების შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ერთ კვირაში წარადგენს.

"ეს იქნება პირველ რიგში სამივლინებო ხარჯები, სასწავლო შვებულებების ხარჯები, საწვავის ხარჯები. იუსტიციის სამინისტროში ყველა ის ხარჯი განიცდის შემცირებას, რომელიც არ იქონიებს ეკონომიკის ზრდაზე პირდაპირ გავლენას. მეორე მხრივ, ჩვენ გავაათმაგებთ ტემპს იმ სახსრების ხარჯვისა, რომელიც ეხება იუსტიციის სახლების მშენებლობას, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას და უფრო სწრაფად დავიწყებთ, გავაგრძელებთ თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის იუსტიციის სახლების შენებას. როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენ ახლა უკვე გადავწყვიტეთ პრემიერთან შეთანხმებით, რომ ახალქალაქში წამოვიწყოთ მასშტაბური მშენებლობა იუსტიციის სახლის. ეს სახსრები დაიხარჯება კიდევ უფრო სწრაფად, მაგრამ შემცირდება ის ხარჯები, რომლებიც არ ილექება ეკონომიკაში და არ ახდენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე რაიმე გავლენას", - განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები