საქართველოს პარლამენტი

რატიანი: 12 მარტის საკომიტეტო მოსმენასაც დავესწრებით

news.ge

"ქართულ ოცნებას საკომიტეტო ფორმატში მოწვეული მინისტრების კომფორტში მოსმენის შესაძლებლობას არ მივცემთ და 12 მარტს დანიშნულ კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მივიღებთ" - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა. მისივე თქმით, "მთავრობას და მის ხელმძღვანელ ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის ეკონომიკურ-ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის არანაირი გეგმა არ გააჩნია. ასეთი გეგმა რომ არსებობდეს, უმრავლესობა და მთავრობა თავად იქნებოდა პარლამენტში მოსვლისა და მისი წარმოდგენის ინიციატორი".

ცნობისთვის, 12 მარტს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდს მოუსმენენ. კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის ინფორმაციით, მოიწვევენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც. ამასთან, 13 მარტს ეკონომიკურ-ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია.

კომენტარები