20:30

ივანიშვილი: ნავთობის ფასის ცვლილებამ ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა იქონია

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

რეგიონში არაფერი დიდი არ დანგრეულა და კატასტროფა არ მომხდარა- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივნიშვილმა გადაცემა 20:30-ზე განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, საქართველოს, შიდა პროცესებში ყველანაირი მზაობა გვაქვს იმისათვის, რომ ეკონომიკა კარგი და იმაზე კარგი და სწრაფი ტემპებით განვითარდეს ვიდრე ეს რომელიმე სხვა ქვეყანაში მომხდარა. თუმცა მისი თქმით არსებობს აგრე ფაქტორები, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურად მოქმედებს.

„გარე ფაქტორებს ჩვენ ვერ ავუვლით გვერდს. ჩვენ გვაქვს სუსტი ეკონომიკა, რომლის შედარებით კი არ შეიძლება ევროპასთან და ყველანაირი სუსტი იოლად ექვემდებარება ნეგატიური ზეგავლენას“ - განაცხადა ივანიშვილმა.    

ივანიშვილის თქმით ერთ-ერთი გარე ფაქტორი, რომელმაც საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურად იმოქმედა მსოფლიოში ნავთობის ფასის ცვლილებაა.

„საუბედუროდ არ დაემთხვა გარე მოვლენები იმას, რომ ქვეყნის შიგნით ძალიან ბევრი გაკეთდა პოზიტიური იმისათვის, რომ ეს მომხდარიყო. გარე მოვლენებმა ეკონომიკაზე იოლი და მძაფრი გავლენა მოახდინეს. გარეთაც არაფერი დიდი არ დანგრეულა და არ მომხდარა კატასტროფა რეგიონშია, თუმცა ნავთობის ფასის ცვლილება, ის რომ ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებში იქ სადაც ჩვენ ექსპორტი გვაქვს - როგორიც არის აზერბაიჯანი და როგორიც არის რუსეთი, ძალიან შეიცვალა იქ ეკონომიკური პირობები“ - განაცხადა ივანიშვილმა. 

კომენტარები