20:30

ივანიშვილი: უნდა გავათვითცნობიეროთ, მთავრობას რა, როდის და რა დოზით მოვთხოვოთ

არჩეული მთავრობა, რა თქმა უნდა, უნდა ვაკონტროლოთ. მოვითხოვოთ მაქსიმალური გამჭვირვალობა და ამის მექანიზმები არსებობს. თუ კარგად არ გავათვითცნობიერეთ, რა უნდა მოვთხოვოთ, რა დროს და რა დოზით, შეიძლება, ახალი უბედურება მივიღოთ და დღევანდელობა ამას აჩვენებს. თუ ნახავთ, წინა კვირას ნაციონალური მოძრაობა როგორ ცდილობდა პარლამენტში ახალი სესია დაენიშნათ იმისათვის, თითქოს რაღაც კატასტროფა ხდება. როგორ ცდილობენ ისევ სიცრუის მანქანის ამუშავებას და ამუშავებენ კიდევაც, რომ რაღაც კატასტროფა ხდება ქვეყანაში, რომ როგორმე მოახერხონ, რომ ეს ხელისუფლება არის უუნარო და მოსაშორებელი. ამ დროს ნახეთ განსხვავებული შეფასებები და არამარტო ჩემი, რეიტინგები მათ შორის. უუნაროს უწოდებენ ხელისუფლებას, ვინც პირველად ახერხებს ასეთი მედიასაშუალებების ზეწოლის ქვეშ, ამდენი სიცრუის და არაობიექტურ, თითქოს დანაშაულებებში მხილების დროს რუსთავი 2-დან ახერხებს და მიზანმიმართულად ახორციელებს იმას, რაც მათ ევალებათ. 

განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ეთერში, გადაცემა 20/30-ში.

კომენტარები