ზუგდიდში ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმა

კორძაია ზუგდიდის თავდასხმაზე: ხელისუფლების გამიჯვნა მოძალადეთა დასჯა იქნება

ეს იყო სამარცხვინო ინციდენტი, იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანები ხელკეტებით, კომბლებით იყვნენ შეიარაღებული ერთმანეთის წინააღმდეგ და ვინც მივარდა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, იმან უნდა აგოს ამასთან დაკავშირებით პასუხი. რა თქმა უნდა, პირველი და მთავარი პირობა ჩვენი ხელისუფლების იყო ის, რომ ჩვენ გავემიჯნებოდით ძალადობას, გავემიჯნებოდით იმას, რომ აქციებზე მოხდებოდა მოქალაქეების დარბევა, მათ მიმართ ძალადობა და ა.შ. ახლა გამიჯვნა პირველ რიგში გამოვლინდება იმაში, თუ როგორ მოხდება სათანადო პირების პასუხისმგებლობის დაყენება.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისსა და თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრზე თავდასხმაზე.

კომენტარები