ნოვრუზ ბაირამი

პრეზიდენტმა მარნეულის მცხოვრებლებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მარნეულის მცხოვრებლებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. 

"ძალიან ბევრს შრომობთ, ძალიან ბევრი თქვენი ნიჭიერება და შრომისუნარიანობა არის ის, რაც ჩანს, მაგრამ იცოდეთ, რომ ყველა ხედავს ამას და ყველა ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტად შეუწყოს ხელი თქვენს მუშაობასა და თქვენს კარგად ყოფნას.

დღეს არის დღე ახლის დაწყების, ახალი ენერგიის, გაზაფხულის, სიხარულის, ძალის, სიყვარულის და იცოდეთ, რომ ამ დღესაც და მთელი წლის განმავლობაშიც ვარ თქვენთან ერთად და თქვენთან ერთად ვიბრძვით ბედნიერი საქართველოსთვის. გილოცავთ ბაირამობას. გაიხარეთ და ბედნიერები იყავით", - თქვა პრეზიდენტმა.

ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და "ახალ დღეს" ნიშნავს. მისი აღნიშვნის ტრადიცია ზოროასტრიზმის (ცეცხლთაყვანისმცემლობა) უძველესი რელიგიიდან იღებს სათავეს და დღეღამსწორობას უკავშირდება. ითვლება, რომ 21 მარტიდან, როცა დღე და ღამე ერთმანეთს უტოლდება, ახალი წელი ბუნების გამწვანებასთან ერთად იწყება. ეს არის დრო, როცა დედამიწა ახალ სიცოცხლეს იწყებს, ხოლო აზერბაიჯანელები და ათზე მეტი სხვა ერი - ახალ წელს.

2010 წელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ნოვრუზ ბაირამი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების დღესასწაული, საერთო სახალხო დღესასწაულად გამოაცხადა.

კომენტარები