ნოვრუზ ბაირამი

მარნეულის მერიამ ₾1 800 გადაიხადა ნოვრუზ ბაირამზე სიმბოლური კოცონის ასანთებ შეშაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია

მარნეულის მერიამ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში ჯამში 82 541 ლარი გადაიხადა და ხელშეკრულება გამარტივებული ტენდერის მეშვეობით შპს ჯორჯიან ივენტსთან გააფორმა.

სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით ღონისძიებებს შორის იყო სიმბოლური კოცონის ანთება, რაშიც მარნეულის მერიამ 1 800 ლარი გადაიხადა.

"კოცონის და თონის დასანთები შეშა (ხმელი, 1-1,5 მეტრი სიგრძის, დაპობილი ან 40 - 50 მილიმეტრამდე დიამეტრის) შესყიდვა, ტრანსპორტირება და ადგილზე მოწყობა". - წერია ხელშეკრულებაში.

გარდა კოცონის ანთებისა, ნოვრუზ ბაირამზე მარნეულის მერიამ სხვა ღონისძიებებიც მოაწყო:

  • სცენა აზერბაიჯანული კუთხისთვის - 4 750 ლარი
  • 6 მსახიობი - 10 000 ლარი
  • 4 ანიმატორი - 6 800 ლარი
  • კულინარია - 8 300 ლარი
  • სპორტული ღონისძიებები - 10 000 ლარი
  • ყვავილების, ხილის და ბოსტნეულის დეკორაცია - 3000 ლარი
  • ფორმები - 2000 ლარი
  • ცოცხალი ჯეჯილი (სამანი) ერთჯერად თეფშებზე - 300 ლარი
  • ღონისძიების სივრცის გაფორმება (მონტაჟი-დემონტაჟი) - 23 000 ლარი

თავდაპირველად ინფორმაცია რადიო მარნეულმა გაავრცელა.

კომენტარები