კორუფცია და ნეპოტიზმი

ნეპოტიზმისა და კორუფციის ფაქტებისთვის გადაცემა 2030-ს ცხელი ხაზი ექნება

კვირის 2030

ექსპრემიერ და "კვირის 2030"-ის წამყვან ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ანალიტიკურ გადაცემა "2030"-ის ჯგუფს ნეპოტიზმსა და კორუფციაზე "მიყურადება ექნება." მისი თქმით, საზოგადოება ცხელი ხაზის ნომერს უახლოეს დღეებში შეიტყობს, სადაც კორუფციასა და ნეპოტიზმის ფაქტებზე დარეკვა შეეძლებათ. შემდეგ კი, ივანიშვილის თქმით, "ჩვენი ჯგუფი მივა და აუცილებლად გადააკონტროლებს და გადაამოწმებს ამას."

"პრემიერმინისტრი ყველაზე დიდი ძალის მქონე ფიგურაა დღევანდელი კონსტიტუციით და საზოგადოების მზერა პირველი მისკენაა მიმართული, ამიტომ მისგან უნდა იწყებოდეს პირველ რიგში კანონის დაცვა. ვისაც მეტი აქვს ძალაუფლება, კანონიც პირველ რიგში მან უნდა დაიცვას. ჯანყარაშვილის თაობაზე კომენტარი მანაც გააკეთა, მეც მომიწია განმარტებების კეთება. რაღაც ეტაპზე და რაღაც დონეზე ჯანყარაშვილს მისთვის ჰქონდა პოზიტივი. როდესაც საზოგადოებისთვის აღარ იყო მისაღები, რეაგირება გააკეთა მედიამ და პრემიერმა გააკეთა დასკვნა და მიიღო გადაწყვეტილება. კიდევ იქნება ასეთი ფაქტები? კიდევ გავაკეთებთ რეაქციას. ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი გეგმა არის, რომ ყოველთვის გვექნება მუდმივი მიყურადება ნეპოტიზმსა და კორუფციაზე. საზოგადოებაში ტელეფონის ნომერსაც უახლოეს დღეებში მიიღებენ. იქნება ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ თემაზე. ნებისმიერ ზარზე, ნებისმიერ მინიშნებაზე მედიიდან ჩვენი ჯგუფი გააკეთებს რეაგირებას. ჩვენი ჯგუფი მივა აუცილებლად გადააკონტროლებს და გადაამოწმებს ამას. ჩვენი მხრიდან გავაღრმავებთ კონტროლს საზოგადოებასთან ერთად", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები