ე.წ. კორტების საქმე

ფირცხალავა: სპეცრაზმელს არ აქვს უფლება, ხელმძღვანელის ბრძანებაში ეჭვი შეიტანოს

როცა შევიტყვეთ, რომ სპეცრაზმელებიც დაკავებულები იყვნენ, თავიდანვე გაგვიჩნდა ეჭვი, რომ რაღაცა მოტივი ჰქონდა ამ ყველაფერს, რადგან უკვე ბევრი ისაუბრეს ამ სტუდიაშიც და მის გარეთაც, რომ სპეცრაზმელს არ აქვს იმის უფლება, ხელმძღვანელის მიერ გაცემულ ბრძანებაში რამე ეჭვი შეიტანოს, დაიწყოს იმის გამოძიება, სამართლიანია თუ არა, საფუძვლიანია თუ არა ეს ბრძანება, მით უმეტეს, ისეთ ურგენტულ სიტუაციებში, რაც ამ [ე.წ. კორტების] სპეცოპერაციის დროს ხდებოდა. ასე რომ, ძალიან დიდი ეჭვი გამოიწვია ამ ყველაფერმა, საერთოდ რატომ დააკავეს ეს სპეცრაზმელები. ხომ არ დააკავეს იმისთვის, რომ რამე ფსიქოლოგიური ზეწოლა მომხდარიყო მათზე, რომ მათგან მიეღოთ რაიმე ცრუ ჩვენება მათი ხელმძღვანელების წინააღმდეგ და ა.შ. თუმცა, დღემდე იმედიანად ვართ, რომ ისინი გაუძლებენ ამ ყველაფერს და არ აყვებიან იმ მეთოდიკას, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება.

განაცხადა ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული ირაკლი ფირცხალავას შვილმა, მარკეტინგის სპეციალისტმა ნატალია ფირცხალავამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში. ცნობისთვის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას გარდა, სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური და ექვსი თანამშრომელი დააკავეს.

კომენტარები