ინტერვიუ გიუნტერ ბეხლერთან

ივანიშვილი: ბიზნესმენები ლამის წმინდანებად გამოვაცხადო

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

ექსპრემიერი და გადაცემა 2030-ის წამყვანი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში შვეიცარიის ელჩის, გიუნტერ ბეხლერის ინტერვიუს ეხმაურება. ელჩი თვლის, რომ გადასახადებთან დაკავშირებული ბრალდებები და რეგიონებში მოსამართლეების გახსნილობა ქრთამის მიმართ გავლენას ახდენს საქართველოში მომუშავე უცხოელ ინვესტორებზე. მისივე მოსაზრებით, საქართველოს სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების პოლიტიკა. ივანიშვილის თქმით, ზემოაღნიშნული შემთხვევები, ალბათ, ხდება და მომავალშიც მოხდება.

"შემთხვევები ალბათ არის, საუბედუროდ, და ეს იქნება მომავალშიც. ვერ ნახავთ ქვეყანას, რომ სადღაც რაღაც არ ხდებოდეს. მაგრამ უპრეცედენტოდ დამოუკიდებლები არიან დღეს ჩვენი ბიზნესმენები, თუ განვიხილავთ წინა პერიოდს. ლამის წმინდანებად გამოვაცხადო. ბიზნესს უნდა ყველაზე მეტი მხარდაჭერა და ბიზნესს უნდა შევუქმნათ ყველა პირობა, თუ გვინდა, რომ ეკონომიკა აღორძინდეს. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. ვფიქრობ, ძალიან დიდი მცდელობაა მთავრობის მხრიდან და რაც დავიწყე, დღესაც გრძელდება - იდეალური სიტუაცია არ არის, ვიცი და არც უნდა იყოს ალბათ, შემთხვევები არის და იქნება კიდეც, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება, ნაკლებად დავაზარალოთ ბიზნესი. მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას და ყველა ოჯახს ჰქონდეს საშუალება სამსახურის", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები