ქართველები სირიაში

გომელაური: სრულწლოვანი თუ წავიდა თურქეთის მიმართულებით, ამას ვერ დავუშლით

თუ რომელიმე სრულწლოვანი, ან უფროსი ან ვინმე წავიდა რაღაც თავის საქმეზე თურქეთის მიმართულებით, ეს ძალიან რთულია ვინმეს დაუშალო... ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, სრულწლოვან ადამიანს თურქეთში მიმავალს ან თუნდაც სხვა ქვეყანაში... იქიდან სად წავა, სირიაში მოხვდება თუ სად მოხვდება, ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, [ამის განსაზღვრა]. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. მრავალი წელია ეს პრობლემა პანკისის ხეობაში... ათწლეულებია არსებობს და დღეს არ დაწყებულა...

განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პანკისიდან სირიაში წასულ ქართველებზე.

კომენტარები