არეულობა ბალტიმორში

ბალტიმორში კომენდანტის საათი გამოცხადდა

CNN.COM

ბალტიმორში ეროვნული გვარდიის შეყვანისა და კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ 10 ადამიანია დაპატიმრებული. პოლიციის ცნობით, ორი ადამიანი მაროდიორობისთვის, ერთი - აგრესიული ქცევისთვის, დანარჩენი - კომენდანტის საათის რეჟიმის დარღვევისთვის დააკავეს. გადაწყვეტილება კომენდანტის საათის გამოცხადების შესახებ მერილენდის შტატის გუბერნატორმა გუშინ მიიღო. არეულობა ბალტიმორში მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ დაკავებული შავკანიანი მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა. არეულობის დროს ქალაქში შენობები დაწვეს და მაღაზიები გაძარცვეს.

არეულობას ბალტიმორში ბარაკ ობამა გამოეხმაურა.

"ჩვენ ვნახეთ ბევრი შემთხვევა პოლიციის ურთიერთობისა ცალკეულ პიროვნებებთან, ძირითადად შავკანიანებთან, რომლებიც კითხვებს აღძრავს. ეს სიახლე არ ყოფილა, ეს კრიზისი დიდი დროოს განმავლობაში ვითარდება. არ შეიძლება, ეს საკითხი მხოლდ პოლიციას დავუტოვოთ. რაღაც გადაფასება არის საჭირო. მაგრამ ეს არ ამართლებს ძალადობას, რაც გუშინ ვიხილეთ. როდესაც ადამიანები შენობებს არბევენ და ძარცვავენ, ეს არ არის პროტესტი, ეს ქურდობაა. ეს არ არის აქცია, ეს არის ერთი მუჭა ხალხი, რომელიც დამნაშავეებად უნდა მივიჩნიოთ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, 2013 წელს ამერიკაში 6 261 აფროამერიკელი მოკლეს. მათგან 6 000-ზე მეტის (ანუ, დაახლოებით 97%) მკვლელი პოლიციელი არ ყოფილა. 10-დან 9-ზე მეტი მოკლული აფროამერიკელი სხვა აფროამერიკელმა მოკლა. პოლიციელების მიერ მოკლული აფროამერიკელების აბსოლუტური უმრავლესობა იყო შეიარაღებული და საფრთხის შემცველი.

კომენტარები