არეულობა ბალტიმორში

ბალტიმორში კომენდანტის საათი გაუქმდა

CNN.COM

ბალტიმორში 28 აპრილიდან შემოღებული კომენდანტის საათი გაუქმდა. შტატის ხელისუფლებამ ქალაქში ეროვნული გვარდია შეიყვანა და კომენდანტის საათი გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ბალტიმორში არეულობა დაიწყო. ამის მიზეზი პოლიციის დაკავების შემდეგ აფროამერიკელი ახალგაზრდის გარდაცვალება გახდა.

არეულობის დროს 15 პოლიციელი დაშავდა და 27 მოქალაქე დააკავეს.

პარასკევს მერილენდის პროკურორმა არაგანზრახ მკვლელობის ბრალდება ექვს პოლიციელს წარუდგინა, რასაც დემონსტრანტები აღფრთოვანებით შეხვდნენ. თუმცა, პოლიციელების პროფკავშირმა განაცხადა, რომ ეს ბრალდება უსაფუძვლოა. 

კომენტარები