რუსეთის ფედერაცია

რუსეთში ტერორიზმისა და ექსტრემიზმისკენ მოწოდებისთვის კანონი გამკაცრდა

Russia's PM Putin takes part in a video conference, dedicated to bomb blasts, in Krasnoyarsk
Ria Novosti / REUTERS

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის საფუძველზეც მედიის საშუალებით ტერორიზმისა და ექსტრემიზმისკენ მოწოდებისთვის ამიერიდან კანონდამრღვევებს მილიონ რუბლამდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული წყაროები ავრცელებენ.

ამ დრომდე კანონი ჯარიმის სახით 100 000 რუბლს ითვალისწინებდა.

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სახელმწიფო სათათბირომ და ფედერაციის საბჭომ აპრილის ბოლოს დაამტკიცეს. 

კომენტარები