კორძაია რესპუბლიკელებში

კორძაია: რესპუბლიკელების ფრაქციაში გადავდივარ

geonews.ge

დეპუტატი თამარ კორძაია პარლამენტში რესპუბლიკელების ფრაქციას შეუერთდება. როგორც დეპუტატმა ტაბულას უთხრა, ფრაქციაში შესვლაზე განცხადება უკვე დაწერა.

ამასთან, კორძაიამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ "გადავდივარ იმ ფრაქციაში, სადაც უფრო მეტად არის კონცენტრირებული ლიბერალური ღირებულებები, რომელსაც მე ვიზიარებ".

თამარ კორძაიამ ფრაქცია ქართული ოცნება დღეს დატოვა.

კომენტარები