წყლის ტარიფი

მცხეთაში წყლის ტარიფის გაძვირებაზე პარლამენტში იმსჯელეს

მცხეთაში წყლის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროსა და სემეკ-ის წარმომადგენებთან. შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა და მას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეც ესწრებოდა. ზურაბ ტყემალაძის თქმით, სემეკ-მა გასული წლის ანგარიში წარმოადგინა და დეპუტატებს ამასთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები. რაც შეეხება ტარიფებს, დეპუტატების განცხადებით, GWP ითხოვდა ტარიფის 39 თეთრამდე ზრდას, მაგრამ წყალზე ტარიფი მხოლოდ 20 თეთრამდე გაიზარდა. პარლამენტში კომპანიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეხვედრის მონაწილეების ინფორმაციით, ამ ეტაპზე წყალზე ტარიფის ზრდა მხოლოდ მცხეთას შეეხება. დიმიტრი ხუნდაძე არ გამორიცხავს, რომ საკითხმა სასამართლოში გადაინაცვლოს.

კომენტარები