წყლის ტარიფი

თბილისში მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი გაძვირდა

თბილისში მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი გაძვირდა. აბონენტებისთვის, ვისაც წყალზე მრიცხველი უყენიათ, გადასახადი 1 მ3-ზე 6.3 თეთრით მოიმატებს, ხოლო მათთვის, ვინც სულადობით იხდის, ტარიფი 1 სულზე - 74.2 თეთრით გაიზრდება.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის 1მ3 წყლის ტარიფი იქნება - 0.329 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე 3.89 ლარი, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3 - 4.40 ლარი.

ტარიფები ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იმოქმედებს. 

შეგახსენებთ, რომ იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფიც იზრდება.

კომენტარები