ექსპორტი

ხადური: იმედისმომცემია, რომ მაისში ექსპორტში შემცირება არ გვაქვს

მაისი იყო პირველი თვე, როდესაც პრაქტიკულად არ დაფიქსირდა საქართველოში ექსპორტის შემცირება. ანუ გარდა იმისა, რომ გაზრდილია ვიზიტორთა და ტურისტების რაოდენობა, უკვე შარშანდელ დონეზე გავიდა ექსპორტის მაჩვენებელი. ჩვენ მაისის შედეგები გვექნება დღგ-ს ნაწილში 16 ივნისის დილით, და წარმოადგენთ ამ ინფორმაციას, თუმცა ეს უკვე იმედისმომცემია, რომ ექსპორტში შემცირება არ გვაქვს. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ 20%-იანი შემცირებაც კი გვქონდა იანვარში ექსპორტთან დაკავშირებით.

განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები