ექსპორტი

თხილი საქართველოს მეორე უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტი გახდა

kartalorganik.com

თხილი საქართელოს მეორე უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტი გახდა, ამის შესახებ საქსტატის საგარეო ვაჭრობის 11 თვის ანგარიშიდან გახდა ცნობილი.

2016 წლის იანვარ-ნეომბერში საქართველოდან სულ ექსპორტირებულია $167 მილიონის ღირებულების თხილი და კაკალი, რაც წინა წელთან შედარებით $3 მილიონით მეტია.

ექსპორტის ზრდა გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა გლობალურად თხილზე ფასების ვარდნა, რისი მიზეზიც თურქეთში თხილის რეკორდული მოსავალია.

საქართველოს საექსპორტო საქონლის ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. სპილენძის მადნები - $287 მილიონი
  2. თხილი და კაკალი - $167 მილიონი
  3. ფეროშენადნობები - $153 მილიონი
  4. ავტოექსპორტი - $151 მილიონი
  5. ღვინოები - $103 მილიონი
  6. მედიკამენტები - $95 მილიონი
  7. სპირტიანი სასმელები - $82 მილიონი
  8. ოქრო - $77 მილიონი
  9. მინერალური წყლები- $72 მილიონი
  10. აზოტის სასუქები - $60 მილიონი

თხილმა საექსპორტო ათეულის ჩამონათვალში მეორე ადგილზე ფეროშენადნობები ჩაანაცვლა.

კომენტარები