საქართველოს ბიუჯეტი

მეგრელიშვილი: ბიუჯეტის მილიარდ 300 მილიონით შეკვეცა პოლიტიკური ნების საკითხია

1 მილიარდ 300 მილიონის შეკვეცა, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნების საკითხია. ანუ არანაირი ტექნიკური პრობლემა 9-ნახევარმილიარდიან ბიუჯეტს ასეთი შემცირებისთვის უბრალოდ არ გააჩნია. როგორი იქნება ეფექტი, ეს დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზეც და ამის პროგნოზირება მე არ შემიძლია. ერთმნიშვნელოვნად, ეს იქნება სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული რაღაც ინვესტიცია, იმ ინვესტიციის დაბალანსება, რომელიც სინამდვილეში არ მოდის. როგორი მთავრობაც არ უნდა იყოს და რა წარმოდგენებიც არ უნდა გვქონდეს, შეუძლებელია ისეთი ხარჯები შეამცირო, რომლებიც ძალიან საჭიროა. თავდაცვას ვერ გაანულებ და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამ ბიუჯეტის შეკვეცა უნდა მოხდეს, ყველაზე გაბერილიდან. აი, მაგალითად, 2012 წელს იყო 1 მილიარდ 100 მილიონი სახელფასო და საპრემიო ბიუჯეტი, ახლა არის 1 მილიარდ 400-ზე მეტი, ანუ 300 მილიონით მოიმატა ამ წლების განმავლობაში. შესაბამისად, ეს 300 მილიონი გექნება თუ არ გექნება, ამას ხომ საქართველოს ვერცერთი მოქალაქე ვერ მიხვდება, რომ რაიმე შეიცვალა ამ ბიუროკრატიულ სტრუქტურაში. ბიუროკრატიების გარდა საერთოდ ვერავინ მიხვდება. არის ასევე უამრავი პროგრამა შექმნილი, რომლებიც საერთოდ თითიდან გამოწოვილია. მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაჩნდა პროგრამა, სოფლის მეურნეობის მეცნიერების აღორძინების თუ რაღაც მსგავსი დასახელების. ანუ შესაძლებელია თუ არა შეკვეცა? შესაძლებელია და უფრო მეტიც, პოლიტიკური ნების საკითხია და ეს ცალსახად იმოქმედებს დადებითად ეკონომიკაზე, მაგრამ დამოკიდებული იქნება სხვა ნაბიჯებზეც, რომელიც პარალელურად უნდა გადაიდგას, იმისთვის, რომ ეს ეფექტი მაქსიმალურად გამოვლინდეს

 

ნიუტონის თავისუფალი სკოლის დამფუძნებელი ვახტანგ მეგრელიშვილი ტაბულას გადაცემა თეორემაში სტუმრობისას

კომენტარები