საქართველოს ბიუჯეტი

კაკაურიძე: ბიუჯეტის ხარჯების 160 მილიონით შემცირება სრულიად ადეკვატურია

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირება იწვევს საგადასახადო შემოსავლების შემცირებას, შესაბამისად, ჩვენ მოვიძიეთ ალტერნატიული წყაროები იმისთვის, რომ ეს დანაკლისი დავაბალანსოთ. ეს არის როგორც მეოთხე თაობის ლიცენზიები, ისე დამატებითი გრანტები და შემოსავლის სხვა წყაროები. რაც შეეხება ექსპერტების მოსაზრებებს, შესაძლოა, ზოგიერთ ექსპერტს სურდეს, რომ პენსია არ გავცეთ, ან სოციალური პროგრამები შევაჩეროთ, თუმცა, ამას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ. რაც მცირდება ხარჯვით ნაწილში - 160 მლნ შემცირება - სრულიად საკმარისი და ადეკვატურია იმისი, რა საჭიროებებებიც უდგას ბიუჯეტს იმისთვის, რომ მოემსახუროს როგორც საგარეო ვალდებულებებს, ასევე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიიმართოს თანხები.

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

კომენტარები