ინტერვიუ ირაკლი ღარიბაშვილთან

პრემიერი: პრეზიდენტმა უნდა ახსნას, რატომ დაიხარჯა 28 მილიონი ახალ რეზიდენციაზე

facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას უნდა აუხსნას, რისთვის დაიხარჯა 28 მილიონი მისთვის ახალი რეზიდენციის მშენებლობაზე, თუკი ავლაბრის სასახლის დატოვებას არ აპირებდა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა გაზეთ ასავალ-დასავალთან ინტერვიუში ისაუბრა.

"კარგი იქნება, საზოგადოებამ პრეზიდენტისგან მოისმინოს განმარტება, რისთვის დაიხარჯა 28 მილიონი ახალი რეზიდენციის ასაშენებლად, თუკი იგი ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას არ აპირებდა?! ჩემი მთავარი საზრუნავი არის ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს და არა ის, რომელ რეზიდენციაში იცხოვრებს და იმუშავებს პრეზიდენტი. ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნების რესურსი. თავს ფუფუნებაში ცხოვრების უფლებას ვერ მივცემთ. ფუფუნებაში მცხოვრები მთავრობა ჩვენ 2012 წელს გავისტუმრეთ! ავლაბრის რეზიდენციის აშენებაში სააკაშვილმა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა, ქუთაისში პარლამენტის შენობის აშენება 360 მილიონი დაჯდა და კიდევ უამრავი უმსგავსი შენობა გვაქვს, რომლებიც აბსოლუტურად გამოუსადეგარია და მათი აშენებით ჩვენს მოსახლეობას არავითარი სარგებელი არ უგრძვნია", - აცხადებს პრემიერი.

კომენტარები