ინტერვიუ ირაკლი ღარიბაშვილთან

ღარიბაშვილი: დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრში უნდა დაბრუნდეს

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრებით, დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრში უნდა დაბრუნდეს. ამის შესახებ პრემიერმა გაზეთ ასავალ-დასავალთან ინტერვიუში ისაუბრა.

"დიახ, სააკაშვილმა ყოვლად უზნეო საქციელი ჩაიდინა, როცა ჩვენი უდიდესი და წმინდა მეფის ძეგლს შეეხო და, მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე, სხვაგან გადაიტანა. ვფიქრობ, რომ მერიამ და საკრებულომ დავით აღმაშენებლის ძეგლის თბილისის ცენტრში დაბრუნების საკითხი უნდა განიხილონ, სპეციალისტები მოიწვიონ, საჯარო დისკუსია დაიწყონ და ამაში საზოგადოებაც ჩართონ. რაც შეეხება ველოსიპედის ძეგლს, თანამედროვე სკულპტურების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და არ შეიძლება, ჩვენი დიდი მეფის ძეგლს ასე უპასუხისმგებლოდ მოვეპყრათ", - აცხადებს პრემიერმინისტრი.

კომენტარები