ინტერვიუ ირაკლი ღარიბაშვილთან

ღარიბაშვილი: ივანიშვილის როლი განუზომლად დიდია და ეს ბუნებრივიცაა

ჩვენი ქვეყნის რეალობაში ბიძინა ივანიშვილის როლი განუზომლად დიდია და ეს ბუნებრივიცაა! წლების განმავლობაში ვერცერთმა ლიდერმა ვერ მოახერხა საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია, რათა ქვეყნისთვის სააკაშვილის რეჟიმი მოეშორებინა, ბიძინა ივანიშვილმა კი ეს შეძლო - მთელი ერისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია მოახდინა და უმტკივნეულოდ, ყოველგვარი გართულებების გარეშე, არჩევნების გზით შეცვალა ნაციონალების ხელისუფლება. მე, როგორც მოქმედ პრემიერმინისტრს, ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია რომ მქონდეს, ამაში უჩვეულო არაფერია.

 

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაზეთ ასავალ-დასავალთან ინტერვიუში.

კომენტარები