დენის ტარიფი

ეკონომიკურმა გუნდმა ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებაზე იმსჯელა

radiotavisupleba.ge

საქართველოს პრემიერმინისტრისა და ეკონომიკური გუნდის სამუშაო შეხვედრაზე ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირების სქემის შემუშავებაზე იმსჯელეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობა ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირების სქემას საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს.

შეგახენებთ, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, 1-ლი აგვისტოდან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 3.95 თეთრით ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებს გაუძვირდებათ. მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით კომპანია თელასმაც მიმართა.

კომენტარები