ლევან გვაზავას საქმე

ლევან გვაზავას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ლევან გვაზავა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ლევან გვაზავას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ინგოროყვას კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგის ინფორმაციით, ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მართვით სუნთქვაზეა.

"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დინამიკაში რჩება მძიმე. რაიმე დადებითი, არსებითი ცვლილება მასთან ჯერ-ჯერობით არ ვლინდება. უგრძელდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია და რეანიმაციული მკურნალობა. სახის ძვლების მრავლობოთი დაზიანება იყო და ჩატარებულია სახის ძვლების ოსტეოსინთეზი. ოპერაციის შემდგომი პერიოდი ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია" - განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

28 აგვსიტოს, გვიან საღამოს, წავკისი-ტაბახმელას გზაზე სროლის შედეგად შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა დაიჭრა, მისი თანმხლები პირი, რეზო კალომლეწავი კი გარდაიცვალა. საქმე განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვის ფაქტზე დაიწყო და გამოძიებას თბილისის პროკურატურა აწარმოებს. მთავარი პროკურატურა ლევან გვაზავასა და მის დეიდაშვილზე თავდასხმას გამორიცხავს. სპეციალურ განცხადებაში უწყება შემთხვევის გარემოებებს აღწერს და ამბობს, რომ თბილისი-კოჯორის გზაზე ლევან გვაზავამ იარაღი უმიზეზოდ ამოიღო, თანამგზავრების თხოვნის შემდეგ შეინახა თუმცა ცოტა ხანში მისი იარაღიდან გასროლა მოხდა, რასაც რევაზ კალომლეწავის სოცოცხლე ემსხვერპლა. ამის შემდეგ გვაზავამ თვითმკვლელობა სცადა და თვითდაზიანება მიიყენა თავის არეში.

კომენტარები