საერთაშორისო კონფერენცია

პრეზიდენტი: ევროპული სტაბილურობა და უსაფრთხოება ღია საკითხად რჩება

ლოგიკურია, რომ დღეს ეს ღონისძიება საქართველოში ტარდება. ქვეყანაში, სადაც 6 წლის წინ ევროპის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ეს იყო 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთის რეგულარული ჯარი დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შემოიჭრა, დღეს კი ევროპული სტაბილურობა და უსაფრთხოება ღია საკითხად რჩება. მოსკოვიდან აშკარა და გაცხადებული გზავნილი მოდის საგარეო პოლიტიკის კუთხით, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის მეზობლები რუსეთის ფედერაციის ინტერესის ზონაში იმყოფებიან. რუსი პოლიტიკოსები თვლიან, რომ ამ ქვეყანაში საკითხების გადაჭრა ნებისმიერი ფორმით შეუძლიათ, და მათ შორის არის სამხედრო გზა. მე რუსეთის ამგვარ მიდგომაზე პასუხს ჯერ ვერ ვხედავ. 

საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო კონფერენციაზე - ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი. რუსთავი 2-ის თარგმანი.

კომენტარები