საერთაშორისო კონფერენცია

პრემიერი: ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ხანგრძლივი მშვიდობა რუსეთთან

საქართველოს დემოკრატიის მთავარ კომპონენტს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს. ჩვენი მცდელობა ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან დაახლოების პროცესში დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაა. ჩვენი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიქმნა უფრო ღია სისტემა, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხთან. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ხანგრძლივი მშვიდობა მეზობლებთან, რომელიც პრაქტიკულ ურთიერთობებზე იქნება დამყარებული, განსაკუთრებით რუსეთთან. მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური პარტიაა ხელისუფლებაში, საქართველო შეერთებული შტატების და ევროპის პარტნიორად რჩება.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე - ევროპის ახალი გეოპოლიტიკური მასშტაბი. (რუსთავი 2-ის თარგმანი).

კომენტარები