გიგა ბოკერიას დაკითხვა

გიგა ბოკერია ე.წ მოდულის შენობაში დაკითხვაზე მივიდა

ტაბულა

ენმ-ის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზე მივიდა. ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება უკრაინული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ გამოქვეყნებული "სააკაშვილისა და ბოკერიას დიალოგის ტრანსკრიპტს" უკავშირდება, რის საფუძველზეც დღეს სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობაზე გამოძიება დაიწყეს. საიტი, გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, არა უკრაინული, არამედ რუსულია, რადგანაც ის რუსულ სერვერებზე არის ატვირთული. მისი დამარეგისტრირებელი კომპანიის მისამართი კი მოსკოვში, ვიტორია ზვენიაგოროდსკაიას 13-ში მდებარეობსუცნობია, თუ რატომ შეიძლება ჩათვალოს კონტრდაზვერვის სამსახურმა საიტი სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების შესახებ გამოძიების დასაწყებად სანდო წყაროდ.

კომენტარები