გიგა ბოკერიას დაკითხვა

ბოკერია: ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცუდად დაამთავრებს

ტაბულა

ენმ-ის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზე უკვე იმყოფება. მან შენობაში შესვლამდე კომენტარი გააკეთა.

"აგონია და ბოდვა გრძელდება. ეს ქმედებაც არის ამ ბოდვის გაგრძელება. ყველაფერი იქნებოდა მხოლოდ იუმორის საკითხი, ეს გამოძიება რომ არა. ზოგადად, ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, რომლიდანაც გამოსავალს ბიძინა ივანიშვილი ხედავს ასეთ მოქმედებებში. ეს მდგომარეობაა პრობლემა. ივანიშვილს და მის თოჯინებს აქვთ ილუზია, რომ ამ ტიპის ქმედებებით, ვგულისხმობ რუსთავი 2-ის წინაააღმდეგ მიმდინარე მოვლენებს, მივარდნებს ოფისებში, ღია მოწოდებებს ძალადობისკენ, შეძლებენ განეიტრალებას იმ ძალების, რომლებიც მას ხელს შეუშლიან ერთი წლის შემდეგ არჩევნებში ძალაუფლების შენარჩუნებაში", - თქვა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცუდად დაამთავრებს. "თუმცა, ეს ყველაფერი საქართველოს აზიანებს იმ უზარმაზარი გამოწვევების ფონზე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე", - თქვა ბოკერიამ. 

კომენტარები