ე.წ. თვითმკვლელი ღვთისმშობელი

მინდიაშვილი: ქრისტიანობის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა პატრიარქის ქადაგებებია

ის, რასაც ბოლო წლების განმავლობაში, საპატრიარქო, უშუალოდ პატრიარქი და სასულიერო პირების დიდი ნაწილი ქადაგებს, იქნება ეს სტალინის ქადაგება თუ ძალადობის ქადაგება, მოწოდება პირდაპირ ძალადობისკენ, იგივე 17 მაისის მოვლენები, ეს არის სწორედ ის, რასაც პატრიარქი უწოდებს ამ ნახატს [ილია მეორემ ლია უკლებას ე.წ თვითმკვლელ ღვთისმშობელს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა უწოდა]. ეს არის ზუსტად მართლმადიდებლობის და ქრისტიანობის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა საქართველოში.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მხატვარ ლია უკლებას ნახატთან (ე.წ თვითმკვლელი ღვთისმშობელი) დაკავშირებით პატრიარქის განცხადებაზე, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები