პრემიერმინისტრის პოსტი

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე პრემიერობის კანდიდატი დასახელდება

საპარლამენტო უმრავლესობა ამ წუთებში იკრიბება სხდომაზე, სადაც დღეს პრემიერმინისტრობის კანდიდატი უნდა დასახელდეს. სხდომას ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი დაესწრებიან.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკიმ გუშინ მეორე არხის ეთერში თქვა, რომ სხდომაზე ღარიბაშვილი კანდიდატად კვირიკაშვილს წარმოადგენს. მისივე განმარტებით, კანდიდატურაზე საპარლამენტო უმრავლესობას კონსულტაცია ღარიბაშვილის გარდა, ბიძინა ივანიშვილთანაც ჰქონდა.

ირაკლი ღარიბაშვილი, გავრცელებული ინფორმაციით, არც ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე რჩება და არც ქართული ოცნების საარჩევნო სიის სათავეში იქნება. ვოლსკის თქმით, ამ საკითხებს პარტიის ყრილობა გადაწყვეტს.

კომენტარები