პრემიერმინისტრის პოსტი

პრეზიდენტი: იმედია, კვირიკაშვილი ეფექტურად გაართმევს ურთულეს ამოცანებს თავს

მინდა, დაგიდასტუროთ ის, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი და ეფექტური მთავრობა. არსებულ პოლიტიკურ გუნდში, მე მხარი მყისიერად დავუჭირე როგორც პრემიერმინისტრის გადადგომას, ასევე, ბატონი კვირიკაშვილის კანდიდატურა როგორც კი წარმოადგინეს, ამ კანდიდატურას დავუჭირე მხარი მყისიერად. იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცებს ბატონ კვირიკაშვილს. იმედი მაქვს, რომ ის ეფექტურად და წარმატებით გაართმევს ურთულეს ამოცანებს თავს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერმინისტრობის ახალ კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილზე.

კომენტარები