პრემიერმინისტრის პოსტი

კანდელაკი: კვირიკაშვილის კაბინეტიც იქნება ივანიშვილის მომსახურე პერსონალი

კვირიკაშვილის კაბინეტი იქნება ბიძინა ივანიშვილის ხუშტურების ისეთივე მომსახურე პერსონალი, როგორიც იყო ღარიბაშვილის კაბინეტი. ივანიშვილის, რომელსაც არ აქვს არანაირი გეგმა, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა ამ მძიმე ვითარებიდან, რომელშიც თავად შეიყვანა, არანაირი შეთავაზება ქართველი ხალხისთვის, როგორ შეჩერდეს ამ გაჭირვების და სიდუხჭირის ზრდა, რომელიც მან თავად გამოიწვია. ამიტომ, სამწუხაროდ, ვერაფერს ვერ გახდება ვერცერთი ახალი თუ ძველი მინისტრი და ერთადერთი გზა ამ ყველაფრის შეჩერების და კრიზისიდან გამოყვანის არის, რომ ქართველმა ხალხმა მომავალ არჩევნებზე უთხრას "არა!" ბიძინა ივანიშვილს და მის ხუშტურებს.

ენმ-ის წევრი გიორგი კანდელაკი პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილის დასახელებაზე

კომენტარები