პრემიერმინისტრის პოსტი

უსუფაშვილი: ვიშრომებთ, რომ ახალ წლამდე საქართველოს ჰყავდეს მთავრობა

მინდა, მიმავალ პრემიერმინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს დიდი მადლობა მოვახსენო გაწეული საქმიანობისთვის პრემიერმინისტრობის პოსტზე, მინისტრად მუშაობის დროს, ოპოზიციაში ერთად ბრძოლისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან ბევრ საქმეს კიდევ ერთად გავაკეთებთ. მინდა, გიორგი კვირიკაშვილს ვუსურვო წარმატებები - გიორგი საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად გამოაცხადა საერთო კოალიციურ კანდიდატად. დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში ძალიან დიდი შრომა იქნება გაწეული იმისთვის, რომ დასრულდეს ეს პროცესი და ახალ წლამდე საქართველოს ჰყავდეს ახალი მთავრობა. გიორგი კვირიკაშვილი არის ჩვენი გუნდის ძალიან აქტიური წევრი პირველი დღიდან დღემდე და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა მას უცხადებს სრულ ნდობას. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი, როგორც ინსტიტუტი, ასევე მას გამოუცხადებს ნდობას.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილის დასახელებაზე.

კომენტარები