პრემიერმინისტრის პოსტი

პრეზიდენტმა პარლამენტს პრემიერის კანდიდატურა დასამტკიცებლად გაუგზავნა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს პრემიერმინისტრის კანდიდატურა დასამტკიცებლად გადაუგზავნა.

"მოგახსენებთ, რომ შემოსულია საქართველოს პრემიერმინისტრის კანდიდატურა, რომელიც მე უკვე გადავაგზავნე პარლამენტში დასამტკიცებლად, რათა არ შეიქმნას შეფერხება, ამდენად ამ ორი-სამი დღის განმავლობაში მე მხარი დავუჭირე, როგორც პრემიერმინისტრის გადადგომას, ასევე ახალი პრემიერმინისტრის კანდიდატურის წარდგენას, ახლა უკვე ჯერი საქართველოს პარლამენტზეა", - თქვა მარგველაშვილმა.

დღეს პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდა.

კომენტარები