პრემიერმინისტრის პოსტი

კვირიკაშვილი: მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე ცვლილება შეიძლება, იყოს

მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის, ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე ერთად გავაკეთეთ და მე წილად მხვდა ბედნიერება, ვყოფილიყავი ვიცეპრემიერი, როდესაც ბატონი ირაკლი იყო პრემიერმინისტრი. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის, რომელიც მან სულ ცოტა ხნის წინ გამომიცხადა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო უმრავლესობის თითოეულ წევრს, რომლებმაც ნდობა გამოხატეს ჩემი პრემიერმინისტრობის პოსტზე წარსადგენად. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე და მე ვეცდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, შევიკრიბებით კიდევ ერთხელ და არ მგონია, რომ რაიმე ძალიან მნიშნელოვან, დრამატულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ, რამდენიმე ცვლილება შესაძლებელია, იყოს.

ამბობს პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები