პრემიერმინისტრის პოსტი

კონსულტაციებში ივანიშვილის ჩართულობას უმრავლესობაში უარყოფენ და ადასტურებენ

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატის შერჩევაში ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჩართული არ ყოფილა. თუმცა, ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ამას ადასტურებს.

"ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა ჩვენთან ერთად არანაირ კონსულტაციებში ჩართული და არ გვქონია მასთან არც შეხვედრა, არც საუბარი. ასე რომ, ამ თემის დრამატიზება არ მგონია, გონივრული იყოს და სწორი. რაც შეეხება მთავრობის შიგნით ცვლილებებს, გარკვეული ცვლილებები იქნება", - ამბობს ბესელია.

დღეს პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდა.

კომენტარები