პროკურორის მკვლელობა

თალაკვაძე: ქირიას და კუჭავას საქმეები გაიყო

არჩილ თალაკვაძე
შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ვახტანგ ქირიას და ბიძინა კუჭავას საქმეები გაიყო. როგორც თალაკვაძემ 2030-ის ეთერში აღნიშნა, საქმეები იმიტომ გაიყო, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ ყოფილიყო.

"ამ საქმეს იძიებს პროკურატურა და დეტალური კომენტარისგან მე დღეს თავს შევიკავებ, რამეთუ ჩვენ გვაქვს კოორდინაცია. პროკურატურამ დღეიდან ეს პროცესი თვითონ გახსნა, მან მოახდინა მხარის ინფორმირება. ასევე, რამდენადაც ვიცი, კომუნიკაციას ამ საქმის დეტალებზე უკვე გააგრძელებს საქართველოს პროკურატურა", - განაცხადა თალაკვაძემ.

პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულად შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხმის დამფუძნებელი ბიძინა კუჭავა გამოაცხადა. შსს-ს ვერსიით, კუჭავამ, მას შემდეგ, რაც პოლიცია დაედევნა, თავი მოიკლა. გამოძიების ინფორმაციით, ბინა, რომელშიც ქირიას ცხედარი იპოვეს, ბიძინა კუჭავამ დაიქირავა. ქირიას ცხედარს კი დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა. ბიძინა კუჭავას ოჯახი ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმება.

კომენტარები