ქართველი სამხედროები აფრიკაში

იან კელი: კმაყოფილნი ვართ, რომ თავდაცვის სამინისტრო საკითხს სერიოზულად მოეკიდა

ვნახეთ ცნობები პრესაში. კმაყოფილნი ვართ, რომ თავდაცვის სამინისტრო საკითხს სერიოზულად მოეკიდა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ბრალდებების გამოძიება დაიწყო. აშშ ამაყობს, რომ უთვალავ სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებულ ძალების პარტნიორია. სამწუხარო იქნებოდა, ამ ბრალდებებს ქართული ჯარის ამაყი რეპუტაცია შეელახა

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ზიდ რაად ალ ჰუსეინის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, აფრიკაში მყოფ ქართველ სამხედროებს არასრულწლოვნებზე ძალადობაში ადანაშაულებენ.

კომენტარები