ზიკა ვირუსი

რუსეთში ზიკა ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

interfax.ru

როსპოტრებნადზორის ინფორმაციით, რუსეთში ზიკა ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. უწყების ცნობით, ინფიცირებული ქალი დომინიკის რესპუბლიკაში ისვენებდა.

ინფიცირებულს ვირუსის ნიშნები - სისუსტე, მაღალი ტემპერატურა და გამონაყარი მოსკოვში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში გამოუვლინდა. ამ დროისთვის ის ინფექციურ სტაციონარში იმყოფება და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როსპოტრებნადზორის ცნობით, რუსეთის ცივი ზამთრის პირობებში ზიკა ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალურია და, გარდა ამისა, მიღებულია ყველა საჭირო ზომა მოქალაქეების ვირუსისგან დასაცავად.

კომენტარები