მე და საზოგადოება

კიღურაძე: მგრძნობიარე ახალგაზრდის ნაცვლად, რობოტს ხომ არ ჩამოვაყალიბებთ?

როგორ უნდა მოახერხოთ, რომ სკოლაში გამოუმუშაოთ ბავშვს ისტორიული კანონზომიერების დადგენის უნარი? ღმერთო დიდებულო, 2-3 ისტორიკოსი გვყავდეს ასეთი... მე მგონია, რომ გენიოსების ხვედრია ეს. არ მინდა ახლა კონკრეტული მაგალითები, უამრავია. როგორ აპირებთ? აპირებთ თუ არა ამ სტანდარტის დახვეწის გაგრძელებას? რამდენდ მიზანშეწონილია ასეთი საგნის შემოღება? ხომ არ აჯობებდა, რომ ასეთ პრობლემებზე კლასგარეშე მუშაობა იყოს და ასეთი სახის საუბრები ჩაუტარდეს ბავშვებს? ან პირადი ჰიგიენის დაცვაზე და რესურსების დაზოგვაზე, ნამეტანი მიჭირს, წარმოვიდგინო მესამე კლასელი ბავშვი, რომელიც ლაპარაკობს - ოჯახში ამდენი უნდა დახარჯოთ, ამდენი ყველი უნდა იყიდოთ, ამდენი პური... ძალიან მიჭირს. ხომ არ შეუწყობს ეს ხელს მოაზროვნე და მგრძნობიარე ახალგაზრდის ნაცვლად, რობოტის ჩამოყალიბებას?

საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგანს - მე და საზოგადოებას განიხილავენ.

კომენტარები