მე და საზოგადოება

პრემიერი: აბსოლუტურად მიუღებელია ბრალდებები ფსევდოტრადიციულ ღირებულებებზე

მინდა, მთელი მთავრობის სახელით მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრს [საგან მე და საზოგადოების დანერგვაში]. ასევე მინდა, მას მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად გახსნას განათლების სამინისტროს კარი ნებისმიერი ასეთი დიალოგისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის ბრალდებები და ინსინუაციები ფსევდოტრადიციულ ღირებულებებზე, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, არანაირი კავშირი ამ საგანსა და ამ სპეკულაციებს შორის არ არსებობს. ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ, თუკი რაიმე ასეთი რისკი შეიძლება იყოს ამ განხილვების პროცესში. ნებისმიერი ასეთი საკითხი, რომელიც შესაძლოა მომავალში წამოიჭრას, უპირველეს ყოვლისა, განხილული უნდა იქნას მთავრობაში და შემდეგ უკვე გუნდურად გამოითქვას მხარდამჭერი განცხადებები იმიტომ, რომ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, ვაკეთოთ ის, რაც სწორია და აბსოლუტურად გაბედული ნაბიჯებით განვახორციელოთ ის პროგრამები, რომლებიც ვთვლით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. 

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სკოლებში საგან მე და საზოგადოების სწავლების დანერგვაზე.

კომენტარები