მე და საზოგადოება

ვასაძე: დავამარცხეთ კომუნიზმი, ფაშიზმი და დავამარცხებთ ლიბერალიზმსაც

როგორც კი სახელმწიფო მორალური დიქტატის როლს კისრულობს ბავშვებზე და საერთოდ ადამიანებზე, ის უმალვე იძენს ტოტალიტარული იდეოლოგიის მატარებელი ქვეყნის ნიშან-თვისებებს. ასე იყო კომუნიზმის დროს, ასე იყო ფაშიზმის დროს და ასე არის ლიბერალიზმის დროსაც. ეს სამივე „იზმი“ ერთი და იგივე ქვეყნებშია შექმნილი - დასავლეთში და მათი დაძალება ხდება აღმოსავლეთზე, აი, უკვე მერამდენედ. თანაც ეს დაძალება ხდება ყოველთვის წინა „იზმი“-საგან ჩვენი ვითომ გათავისუფლების ყალბი დროშით, მაგრამ არა უშავს, ჩვენმა ხალხმა დაამარცხა კომუნიზმი, დაამარცხა ფაშიზმი და დაამარცხებს ლიბერალიზმსაც, მაგრამ ეს თავისით ვერ მოხდება. ჩემი ღრმა რწმენით, ამისათვის თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა საქართველოს მომავალი თაობის წინაშე და მონახოს საკუთარ თავში ძალა და ვაჟკაცობა ჩვენი ქვეყნის მარადიული ღირებულებებისა და ჩვენი შვილების დაცვისა. ამ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ არათუ ეს საგანი არ უნდა დავნერგოთ ჩვენს სკოლებში, კაცო, ისტორიაში და ლიტერატურაში ვასწავლოთ ის ყველაფერი კარგი, რაზეც თქვენ საუბრობთ და კბილების გახეხვა სახლში, არამედ, კბილების ხეხვაც და შუქნიშნის ცნობაც სახლში უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. უნდა გავაუქმოთ უკვე დანერგილი სამოქალაქო საზოგადოებრივი ე.წ. ვაიგანათლების ფსევდოსაგნები ჩვენს სასკოლო პროგრამაში და გამოთავისუფლებული საათები დავუთმოთ მათი ნამდვილი აკადემიური განათლების გაძლიერებას, კაცო, მათი უკეთესი, უფრო წარმატებული და უფრო კონკურენტული მომავლის უზრუნველსაყოფად.

ლევან ვასაძე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებაზე მსჯელობენ.

კომენტარები