მე და საზოგადოება

განათლების მინისტრის მრჩეველი: ბისექსუალობა ფსიქოგენური ანომალიაა

მე გაცილებით მეტი არგუმენტი შემიძლია მოგაწოდოთ იმაზე, რატომ არის მიუღებელი საერთოდ ბისექსუალიზმის თემის წამოწევა საზოგადოებასა და არამარტო ბავშვებში, ზოგადად. იმიტომ რომ ეს [ბისექსუალობა] ფსიქოგენური ანომალიაცაა, რაც უფრო მეტი ლაპარაკი იქნება ამის გარშემო, მით უფრო მეტი შანსია, რომ ვუბიძგოთ ამ ანომალიისკენ ახალგაზრდობას. სამუშაო რეჟიმში - კი, ბატონო, მაგრამ დასავლეთს სწორედ ეს ეშლება და საერთოდ, ბევრი რამე ეშლება დასავლეთს. აგერ, ახლა მიგრაციის ტალღაც გვიჩვენებს, რომ მიგრაციის პოლიტიკას გადახედავენ. მოვა დრო და იმ ჰომოფობიური პოზიციის კრიტიკას გადახედავენ, რომელიც ჰქონდათ. დასავლეთზე გაყოლა ამიტომ ნამდვილად სახიფათოა ყველა ქვეყნისთვის, თუ ქვეყანამ თავის თავისთვის არ შეიმუშავა - რა პრინციპებზე დგას ის და რა პრინციპებს გააგრძელებს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ფსიქოლოგიის საკითხებში რამაზ საყვარელიძე პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სკოლებში საგნის - მე და საზოგადოების დანერგვაზე მსჯელობენ.

კომენტარები